მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წლის აგვისტოში რაჭაში ისტ–ის მეორე დონის ტრენინგები დაიგეგმა. მე წილად მხვდა ბედნიერება ტრენინგები ჩამეტარებინა რაჭაში – ონის რაიონის სკოლებისათვის.
ტრენინგ -კურსის თემა: "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში"
ტრენინგ-კურსის მიზანი საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.
კურსი აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა აქტიური ლექცია, სიმულაცია, დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა.
ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმებია: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:
გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ - პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:

- ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
- ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვა);
- სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
- მოსწავლეთა შეფასების მეთოდების ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალეით;
- მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
შეძლება ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;
შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;
შეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში.
აგვისტოში ტრენინგზე მოწვეული იქნენ პედაგოგები ონის ს.სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან, ასევე ონის რაიონის სოფლების - შეუბნის, უწერის, პიპილეთის, სორის, ღარის საჯარო სკოლებიდან.
პედაგოგებმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი წარმატებით შეისწავლეს, შექმნეს პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული რესურსები: ელ.პორტფოლიოები და ბლოგები.
ტრენინგის მონაწილეთა მაღალი მოტივაცია და სწრაფვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის მოსამზადებლად და ჩასატარებლად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ჩემში, როგორც უკვე საკმაოდ გამოცდილი და პრაქტიკოსი ტრენერისთვის, სასიამოვნო მოულოდნელობა და სურპრიზი აღმოჩნდა. რამის 40 გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, ტრენინგების ჩატარების პათოსი არ დაცემულა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მონაწილეებმა ღირსეულად დაიმსახურეს სერთიფიკატები.
ვულოცავ პედაგოგებს ამ მოკრძალებულ ჯილდოს და ვუსურვებ პროფესიული სრულყოფის გზაზე უზარმაზარ მიღწევებსა და წარმატებებს.
- თეონა შერაზადიშვილი , ონის საჯარო სკოლა, ქართული ენა და ლიტერატურა – ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ნათელა ჯაფარიძე, ონის საჯარო სკოლა, მათემატიკა – ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- გულიზა გობეჯიშვილი ონის საჯარო სკოლა დაწყებითები– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ნანა კერესელიძე ონის საჯარო სკოლა რუსული ენა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- მანანა რეხვიაშვილი ონის საჯარო სკოლა ქართული ენა და ლიტ.– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- მარინა გამყრელიძე, ონის საჯარო სკოლა ქიმია– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ნინო გოგრიჭიანი, შეუბნის საჯარო სკოლა, დაწყებითები– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ზაირა გობეჯიშვილი, შეუბნის საჯარო სკოლა, ფიზიკა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- მაია ტყეშელაშვილი, შეუბნის საჯარო სკოლა, დაწყებითები– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ქეთევან ყურაშვილი , შეუბნის საჯარო სკოლა, რუსული ენა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ლელა შერაზადიშვილი , შეუბნის საჯარო სკოლა, ბიოლოგია– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- დარეჯან მეტრეველი უწერის საჯარო სკოლა ისტორია– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- მზია მეტრეველი, უწერის საჯარო სკოლა, ბიოლოგია– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ირმა რეხვიაშვილი უწერის საჯარო სკოლა, მათემატიკა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- მაკა შერაზადიშვილი, პიპილეთის საჯარო სკოლა დაწყებითები– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- სალომე მაისურაძე, პიპილეთის საჯარო სკოლა ინგლისური– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- თამილა ღუღუნიშვილი – ბერელიძე პიპილეთის საჯარო სკოლა ქართული ენა და ლიტერატურა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- რუსუდან მეტრეველი–ბერიშვილი სორის საჯარო სკოლა ქართული ენა და ლიტერატურა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ფიქრია კერვალიშვილი სორის საჯარო სკოლა ქართული ენა და ლიტერატურა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- დავით კერვალიშვილი სორის საჯარო სკოლა ისტ– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- ანა მეტრეველი ღარის საჯარო სკოლა ისტ– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- თამარ გუგეშაშვილი ღარის საჯარო სკოლა რუსული ენა– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
- თამარ ლობჯანიე ღარის საჯარო სკოლა ინგლისური– ელ.პორტფოლიო | ბლოგი |
No comments:
Post a Comment