2011 წლის 1-10 სექტემბერს ონის საჯარო სკოლის კომპიუტერული ლაბორატორია ისტ–ში II დონის ტრენინგების სექტემბრის სესიის მონაწილეებს მასპინძლობდა.ამჯერად პედაგოგები ტრენინგზე მთიანი რაჭის სოფლებიდანაც იყვნენ მოწვეულები. მათთვის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგდრო გაიზარდა ერთი საათით, შესაბამისად, სატრენინგო დღეები შემცირდა.ასეთი გრაფიკით ვიმუშავეთ 9-10 დღე და სატრენინგო პროგრამა შეძლებისდაგვარად ამოვწურეთ. ნამუშევართა შეფასებისას ძალიან მკაცრები ნუ იქნებით, ზოგისთვის კომპიუტერთან დამოუკიდებლად მუშაობის პირველი მცდელობა ტრენინგზე იყო. მათ მონდომებისა და შეუპოვარი მუშაობისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო...
ვიტოვებ იმედს, რომ პორტფოლიოები თანდათან უფრო დაიხვეწება და სრულყოფილი გახდება.
ტრადიციულად ონის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სასიამოვნოდ გამაოცეს ტექნოლოგიების ცოდნით, დავალების შესრულებისადმი კრეატიული დამოკიდებულებითა და მონდომებით, ხოლო სოფ. პიპილეთისა და გლოლის ჯგუფებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვეს, როგორც მიზანსწრაფებმა, რაც შეიძლება მეტი გაეგოთ და შეესწავლათ ტექოლოგიებში, და არა მხოლოდ სატრენინგო პროგრამიდან...
ყველას უზარმაზარ წარმატებებს გისურვებთ და ვიმედოვნებ, რომ სულ მალე ტექნოლოგიების პროფესიონალი მომხმარებლები გახდებით და ამ ცოდნას თქვენს პედაგოგიურ მოღვაწეობაში წარმატებით გამოიყენებთ!
ლელა ზაქარაია – გლოლის საჯარო
სკოლა, გეოგრაფია-ისტორია| ელ.პორტფოლიო| სასწ.პროექტი |
__________________________
ეხლა კი მოკლედ რაჭაზე, მის ულამაზეს ბუნებასა და სამკურნალო წყლებზე
(ფოტოობიექტივი მოგვითხრობს...)
მთის რაჭა მდებარეობს რიონის სათავისა და ჭანჭახის (გლოლის) წყალს შორის. მთის რაჭა მთებშია მოქცეული. მთათა კალთები 2600 მეტრამდე ტყით არის დაფარული, შემდეგ კლდეებითა და თოვლიან-ყინულოვანი მწვერვალებით.
მთის რაჭა შედგება სამი სოფლისაგან: ღები, ჭიორა და გლოლა.
სოფელი ღები მდებარეობს ზღვის დონიდან 1350 მეტრზე. რაიონული ცენტრიდან, კერძოდ, ონიდან, იგი დაშორებულია 35 კილომეტრით და მოქცეულია კავკასიონის მთავარ ქედსა და შოდა-კედელას შორის.ღებს რიონის ხეობის თავსოფელს უწოდებენ. ძველად მას ეწოდებოდა ზედ-ქალაქი (მდინარე რიონზე გადებულ ხიდს, რომელიც დიდსა და პატარა ღებს შუაზე ჰყოფს, სოფელში შემორჩენილი უხუცესები დღესაც ქალაქის ხიდს ეძახიან).
მდინარე რიონი მოედინება ფასის მთიდან. ღებიდან ფასის მთამდე დაახ. 21-22 კმ-ია. ფასის მთიდან უამრავი წყარო გადმოდის. ერთი მათგანი მწვერვალის ყელთან იწყება და მის მკერდს შუაზე კვეთს;მის გვერდით შედარებით პატარა წყაროა. გადასასვლელის ძირას, ერთმანეთზე მიყოლებით,7 წყარო გადმოჩქებს და ყველა მათგანი შემდეგ თიშებში(მთის დაძრული ნაშალი) იკარგება. ეს წყაროები თიშების ბოლოს, ზორფასის უბეში, ერთდება რუდ, რომელსაც რ ი ო ნ ი ეწოდება. ფასის მთის გვერდით აღმართულია მყინვარი ე დ ე ნ ა. ფასის მთიდან რიონის მარცხენა შენაკადსაც ე დ ე ნ ა ეწოდება(იგი მყინვარიდან მოედინება. ერთი ნაკადი მთის ძირიდან გადმოდის, ხოლო მეორე ზედ მყინვარის კლდეზე ჩანჩქერივით გადმოჩქებს და ზორფაში შეკრებილ რუს- რიონს უერთდება). რიონის მარცხენა შენაკადებია: ზ ო ფ ხ ი თ უ რ ი, ბ ე რ ა ლ ი ს რუ, ფ ო რ ხ ი შ უ ლ ი ს რუ, კ ვ ა ი შ უ რ ი ს რუ, თ ა თ ა რ ს ა ხ ლ ი ს რუ, გ ო რ გ ა ს ა ხ ო ს რუ და ბოლოს, სოფელ ღებში-მდინარე ჩ ვ ე შ უ რ ი. თავად ჩვეშურსაც აქვს შენაკადები: ხ ვ ა რ გ უ ლ ი, კ ო დ ნ ა რ უ ლ ა, ჭ ა ნ ჭ ა ხ ი. ხვარგული გადმოდის კარაგომიდან (გადასასვლელი ჩრდილო ოსეთში), ჰყოფს შთალას და ხვარგულზე (ადგილია) უერთდება ჩვეშურს.
რიონის მარჯვენა შენაკადებია (ფასის მთიდან სოფ. ჭიორამდე): ლ უ ხ უ მ ა (ანუ ლუხუმი), ბ ა რ თ უ ზ ე ლ ი ს რუ, გ ა დ ა რ ე უ ლ ა, ფ ი ც რ ი ხ უ ლ ი ს რუ, მ უ ს ხ უ რ ი ს რუ, ფ ა ც ხ ე უ რ ი, ხ ო ფ ი თ ო ს რუ, ჯ ი ჯ ი შ ო რ ი, ზ უ დ ლ ი ს რუ, ლ ა თ ქ ი შ ო რ ა , მ უ ხ ა მ ე შ უ რ ი, შ ო დ უ რ ი.