Saturday, July 16, 2011


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ 2011 წლის აგვისტოში რაჭაში ისტ–ის მეორე დონის ტრენინგები დაიგეგმა. მე წილად მხვდა ბედნიერება ტრენინგები ჩამეტარებინა რაჭაში – ონის რაიონის სკოლებისათვის.


ტრენინგ -კურსის თემა: "ისტ გამოყენება სასწავლო პროცესში"


ტრენინგ-კურსის მიზანი საქართველოს სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისებისა და გამოყენების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებისა და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.


კურსი აგებულია აქტიური სწავლების ისეთ ფორმებზე, როგორიცაა აქტიური ლექცია, სიმულაცია, დემონსტრირება - მართული პრაქტიკა - დამოუკიდებელი ვარჯიში და სხვა.


ტრენინგის სესიების ორგანიზების ფორმებია: ინდივიდუალური, წყვილური, ჯგუფური მუშაობა.


კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მონაწილე:


გააცნობიერებს ისტ-ის გამოყენების მნიშვნელობას თანამედროვე, კონსტრუქტივისტულ - პედაგოგიურ მიდგომებზე დაფუძნებულ სასწავლო პროცესში;


შეძლებს ისტ-ი გამოყენებას სასწავლო ერთეულის (გაკვეთილი ან თანამშრომლობითი სასწავლო პროექტი) ამოცანების შესაბამისად, კერძოდ:


  • ისტ-ის გამოყენებას სასწავლო პროცესის დასაგეგმად;
  • ისტ-ის გამოყენებას სასწავლო რესურსების მოსამზადებლად (შემუშავება, ადაპტირება, რედაქტირება და სხვა);
  • სწავლა-სწავლების წარმართვას ისტ-ით გამდიდრებულ სასწავლო გარემოში;
  • მოსწავლეთა შეფასების მეთოდების ინსტრუმენტების გამოყენებას ისტ-ის საშუალეით;
  • მოსწავლეთა მიერ ისტ-ის გამოყენების შეფასებას;
შეძლება ისტ-ის გამოყენებას მოსწავლეებთან, მშობლებთან და კოლეგებთან კომუნიკაციისათვის;

შეძლებს მასწავლებლის პორტფოლიოს წარმოებას ისტ-ის გამოყენებით;

ეძლებს ისტ-ის გამოყენებას პროფესიული თვითგანვითარების პროცესში





ტრენინგცენტრად შეირჩა ონის საჯარო სკოლა. ონის რესურსცენტრის თანადგომითა და ხელშეწყობით  დაკომპლექტდა ოთხი ჯგუფი 12–12 მასწავლებლის შემადგენლობით. ტრენინგები ორ სესიად გაიყო: აგვისტოსა და სექტემბრის სესიებად. 


აგვისტოში ტრენინგზე მოწვეული იქნენ პედაგოგები ონის ს.სხირტლაძის სახელობის საჯარო სკოლიდან, ასევე ონის რაიონის სოფლების -  შეუბნის, უწერის, პიპილეთის, სორის, ღარის საჯარო სკოლებიდან. 


პედაგოგებმა პროგრამით გათვალისწინებული ყველა საკითხი წარმატებით შეისწავლეს, შექმნეს პროგრამით გათვალისწინებული ელექტრონული რესურსები: ელ.პორტფოლიოები და ბლოგები. 


ტრენინგის მონაწილეთა მაღალი მოტივაცია და სწრაფვა, თანამედროვე ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილის მოსამზადებლად და ჩასატარებლად რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიეღოთ, ჩემში, როგორც უკვე საკმაოდ გამოცდილი და პრაქტიკოსი ტრენერისთვის, სასიამოვნო მოულოდნელობა და სურპრიზი აღმოჩნდა. რამის 40 გრადუსიანი სიცხის მიუხედავად, ტრენინგების ჩატარების პათოსი არ დაცემულა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან მონაწილეებმა ღირსეულად დაიმსახურეს სერთიფიკატები. 


ვულოცავ პედაგოგებს ამ მოკრძალებულ ჯილდოს  და ვუსურვებ პროფესიული სრულყოფის გზაზე უზარმაზარ მიღწევებსა და წარმატებებს.